კანის კიბოზე შემოწმება

კანის კიბოს განკურნება შესაძლებელია.

 

რეალურად, კანის კიბო მკურნალობა ადვილია იმ შემთხვევაში, როდესაც მისი დიაგნოსტირება და მკურნალობა ხდება ადრეულ სტადიაში.

 

ადრეული მკურნალობის დაწყებისთვის, სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება კანის კიბოს სიმპტომების ცოდნას; კანის კიბო ხილვადია, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ რეგულარულად შეიმოწმოთ კანი, რათა მოახდინოთ ნებისმიერი ცვლილების დაფიქსირება.

 

ყველამ უნდა იცოდეს საკუთარი კანის ზედაპირის მდგომარეობა  და შეძლოს რეგულარულად საკუთარი თავის დათვალიერება. თუ თქვენ ხართ კანის კიბოს განვითარების რისკის შემცველი ან იმყოფებით მათი ზემოქმედების ქვეშ,საკუთარი კანი უნდა დათვალიეროთ თვეში ერთხელ, ხოლო წელიწადში ერთხელ აუცილებლად ეჩვენოთ დერმატოლოგს.

 

კანის კიბო თავისით არ გაქრება. თუ მოხდა მისი იგნორირება და მისცემთ პროგრესირების საშუალებას, შედეგად მივიღებთ მის გადაგვარებულ ფორმას,გართულებებს, ხოლო ზოგიერთი ავთვისებიანი მელანომის შემთხვევაში სიკვდილსაც. დააკლიკეთ ქვემოთ იმისათვის, რომ გაიგოთ, თუ როგორ შეამოწმოთ საეჭვო წარმონაქმნი.

 

check your skin