2026 Campaign

არ დაიჯერო ყველაფერი, რასაც ინტერნეტში ხედავ, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე კანის კიბოსგან თავის დაცვას ეხება.

ევრომელანომა იმისთვისაა, რომ გაავრცელოს ზუსტი და სანდო ინფორმაცია კანის კიბოს შესახებ: რა არის კანის კიბო, როგორ შეიძლება მისი თავიდან აცილება და ამოცნობა.                                   ევროპის ათიათასობით დერმატოლოგი შეშფოთებულია ინტერნეტში, განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში, მზის სხივების ზემოქმედებისა და მისგან დაცვის შესახებ გავრცელებული აბსურდული და საშიში ინფორმაციის მასშტაბური გავრცელებით

ევრომელანომის წლევანდელი კამპანია მიმართულია ხუთი შემაშფოთებელი, ბოლო პერიოდში გავრცელებული მითის წინააღმდეგ და გაგაცნობთ ფაქტებს, რათა კანის კიბოს რისკებთან დაკავშირებით სწორი და გონივრული არჩევანი გააკეთოთ. აი ეს მითები:
 

1. წინასწარი რუჯი გიცავთ მზით დამწვრობისგან 
2. მზისგან დამცავი საშუალებები იწვევს კიბოს 
3. ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედება ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა
4. შვებულებამდე წინასწარი რუჯისთვის სოლარიუმი გამოიყენეთ
5. მზის სათვალე ზრდის მზის დამწვრობის რისკს 

 

 

იცოდეთ ფაქტები, რათა კანის კიბოს რისკის მართვასთან დაკავშირებით სწორი და გონივრული არჩევანი გააკეთოთ.

მითი: 1

 

„წინასწარი რუჯი მზით დამწვრობისგან გიცავთ“

სიმართლე

 

  • რუჯი კანის მხოლოდ SPF 2–4-ის ეკვივალენტ დაცვას უზრუნველყოფს

 

  • რუჯის მიუხედავად მზის სხივების ინტენსიური ზემოქმედება კანის დაზიანებას მაინც გამოიწვევს

 

  • გააგრძელეთ მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება, ჩაიცვით დამცავი ტანსაცმელი და შეეფარეთ ჩრდილს 

 

Sayre, Robert M et al. Skin type, minimal erythema dose (MED), and sunlight acclimatization. Journal of the American Academy of Dermatology, Volume 5, Issue 4, 439 – 443, October 1981

მითი: 2

 

„მზისგან დამცავი კიბოს იწვევს“

სიმართლე

 

  • მზისგან დამცავის გამოყენება იცავს კანს და ამცირებს კანის კიბოს რისკს

 

  • თანამედროვე მზისგან დამცავი ფორმულები ექვემდებარებიან მკაცრ ტესტირებასა და რეგულაციას 

 

  • გამოიყენეთ მინიმუმ SPF 30, იდეალურ შემთხვევაში - SPF 50

 

Sander M, Sander M, Burbidge T, Beecker J. The efficacy and safety of sunscreen use for the prevention of skin cancer. CMAJ. 2020 Dec 14

Sayre, Robert M et al. Skin type, minimal erythema dose (MED), and sunlight acclimatization. Journal of the American Academy of Dermatology, Volume 5, Issue 4, 439 – 443, October 1981

მითი: 3

 

„ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედება ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა“

სიმართლე
 

 

  • ვიტამინი D მნიშვნელოვანია ძვლების, კუნთებისა და იმუნური სისტემის ჯანმრთელობისთვის

 

  • მზეზე ჭარბი ყოფნა უსაფრთხო გზა არ არის ვიტამინი D-ის მისაღებად

 

  • ადამიანების უმრავლესობა ვიტამინ D-ს საკმარისი რაოდენობით ყოველდღიურად დღის სინათლიდანაც იღებს

​​​​​​​​​​​​​​

Spiro A, Buttriss JL. Vitamin D: An overview of vitamin D status and intake in Europe. Nutr Bull. 2014 Dec.;39(4):322-350.

მითი: 4

 

„შვებულებამდე წინასწარი რუჯისთვის სოლარიუმი გამოიყენეთ“

სიმართლე

 

  • საბაზისო რუჯი თითქმის არ იცავს კანს, მხოლოდ SPF 2–4-ის ეკვივალენტია

 

  • სოლარიუმი კანს UV გამოსხივების ძალიან მაღალ დოზას იყენებს, იმავე გამოსხივებას, რომელიც კანის კიბოს იწვევს

 

  • ბავშვობაში ან მოზარდობაში მიღებული თუნდაც ერთი მზით ძლიერი დამწვრობა მომავალში მელანომის განვითარების რისკს ორმაგად ზრდის

​​​​​​​​​​​​​​

Sayre, Robert M et al. Skin type, minimal erythema dose (MED), and sunlight acclimatization. Journal of the American Academy of Dermatology, Volume 5, Issue 4, 439 – 443, October 1981

Schulman JM, Fisher DE. Indoor ultraviolet tanning and skin cancer: health risks and opportunities. Curr Opin Oncol. 2009 Mar;21(2):144-9

მითი: 5

 

„თუ მზის სათვალეს ატარებთ, მზით დამწვრობის რისკი იზრდება“

სიმართლე

 

  • მზით დამწვრობა ვითარდება მაშინ, როცა კანი UV გამოსხივების ზემოქმედების ქვეშაა

 

  • მზის სათვალის ტარება არანაირი კავშირი აქვს იმასთან, თუ როგორ ზემოქმედებს მზე კანზე

 

  • მზის სათვალე აუცილებელია, რადგან ის იცავს თვალებს მზის სხივებით დაზიანებისგან

​​​​​​​​​​​​​​

Masili, Mauro, Fernanda O. Duarte, and Liliane Ventura. "Evaluation of solar ultraviolet blocking by sunglasses and their compliance with recommended safety limits." Research on Biomedical Engineering, 2025 41.1 (2025): 5.