ულტრაიისფერი სხივები და მათი მოქმედება

uv index2812

Source: World Health Organisation

განასხვავებენ UV-რადიაციის სამ ტიპს. მათ შორის ყველაზე საშიში UV-C სხივები სრულად შთაინთქმება ოზონის შრის მიერ. დანარჩენ ორი UV-A და UV-B,განსხვავებულად ზემოქმედებენ ადამიანის კანზე.

 

UV-A (400 – 315 ნანომეტრი) 

 

UV-A რადიაცია არ განაპირობებს რუჯის მიღებას, ამის გამო  მას ადრე საერთოდ არც განიხილავდნენ,  როგორც კანის კიბოს განვითარების პოტენციურ გამომწვევს. თუმცაღა ბოლო დროის კვლევები ადასტურებენ კავშირს UV-A სხივსა და კანის კიბოს შორის. 

UV-A სხივების გრძელი ტალღები აღწევენ რა ღრმად კანში, ხელს უწყობენ მუქი რუჯის განვითარებას. ისინი აზიანებენ შემაერთებელ ქსოვილს, იწვევენ  კანის ნაადრევ დაბერებას, ნაოჭების განვითარებასა და  კანის ელფერის შეცვლას.

 

UV-B (315 – 280 ნანომეტრი)

 

UV-B რადიაციის დიდი ნაწილი რომელიც დედამიწის ატმოსფეროს აღწევს მიიტაცება ოზონის შრის მიერ. თუმცაღა  ამ შრის განლევის შედეგად UV-B სხივი უფრო მეტი რაოდენობით წვდება დედამიწას.

 

UV-B რადიაციის მოკლე ტალღები აღწევს რა კანის ზედა შრეში აზიანებს დნმ-ს და განაპირობებს რუჯის მიღებას, როგორც დამცველობითი კანის რეაქციას.ყავისფერი პიგმენტი(მელანინი) ფორმირდება მელანოციტებისაგან, რომლებიც განლაგებულია ეპიდერმისსა და დერმას შორის. ეს პიგმენტი შემდეგ გადაეცემა კერატინოციტებს ეპიდერმისში.

 

თუ UV-B სხივების ზემოქმედების დოზა დიდია, კანი გარუჯულია და ანთებადია, ის გაწითლებულია, თითქოს განგაშის ნიშანია კანის უჯრედებისგან. იგივე უჯრედები ამავდროულად იწყებენ თვითაღდგენას, რათა მოხდეს დაზიანების ფიქსირება.

 

რაც უფრო ხშირად და ინტენსიურად იღებს კანის მზის აბაზანას, მით უფრო ხშირად მიმდინარეობს  ეს პროცესი,  და შესაბამისად ზრდის შეუქცევადი დაზიანების და მუტაციის რისკს. ყოველივე ამას შორეულ პერსპექტივაში მივყავართ გენეტიკური ნივთიერების მოდიფიკაციამდე, კანის ქრონიკულ დაზიანებამდე, კიბოსწინა მდგომარეობის  ჩამოყალიბებასა და ბოლოს თვითკიბოს განვითარებამდე.

 

UV-ინდექსი

 

UV  ინდექსი არის მზის ულტრაიისფერი გამოსხივების საერთაშორისო,სამეცნიერო საზომი. იგი გამოიყენება მზის ინტენსივობის შესაფასებლად სხვა და სხავ ადგილზე და დროში. ინდექსს აქვს დიაპაზონი 1- დან 11- მდე, რაც მეტია მაჩვენებელი, მით მეტია დაზიანების რისკი.